Posts

ფარუგა და ათი მცნება

Image
კშიშტოფ   კიშლოვსკის   ათ   ეპიზოდიანი   მინი - სერიალის  - ,, დეკალოგის ”  სცენაზე   გადმოტანა  მრავალ   სირთულესთან   არის   დაკავშირებული .  ვფიქრობ   ამ   სახის   სპექტაკლის   დადგმა   ძალიან დიდ   სითამამეს   ითხოვს   რეჟისორისგან .  აღსანიშნავია ,  რომ   ახალგაზრდა   რეჟისორმა  -  ვიოტეკ ფარუგამ ,  სწორედ  ,, სამეფო   უბნის   თეატრში ”  დადგა   სპექტაკლი .  თეატრში ,  რომლის რეპერტუარიც   გამოირჩევა   ორიგინალური   ხედვითა   და   სიახლის   ძიებებით .      აღსანიშნავია ,  რამხელა   სირთულეს   წარმოადგენს   არამცთუ   ფილმის ,  არამედ   სერიალის სცენაზე   გადმოტანა .  ვფიქრობ   რეჟისორის   გადაწყვეტილებამ   გარკვეულ   სცენებში   ტექსტს მხოლოდ   და   მხოლოდ   თხრობითი   და   არა   ემოციური   თუ   აზრობრივი   ფუნქცია   ჰქონოდა ,  დრამატურგისთვის   ისედაც   ურთულესი   საქმე   არ   დატვირთა .  გარდა   ამისა   სპექტაკლის სცენოგრაფი   თავად   ვიოტეკ   ფარუგა   იყო ,  რომელმაც   სივრცე  -  სამეფო   უბნის   თეატრის   დარბაზი არა   რაიმე   განსაკუთრებული   დიზაინით ,  არამე

აზროვნების ფართო მასშტაბი, თუ შეუმდგარი ქორეოგრაფიული წარმოდგენა?

Image
ქეროლინ კარლსონის ,,სინქრონულობის გზაჯვარედინზე” ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ქეროლინ კარლსონის ,,სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ იქნა წარმოდგენილი. ამერიკელი ქორეოგრაფის შთაგონების წყარო კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომი, ,,სინქრონულობა“ გახდა. ვფიქრობ ქეროლინ კარლსონის მამოძრავებელი მოტივი შექმნას ვიზუალური პოეზია ძალზედ ამაღელვებელად და  საინტერესოდ ჟღერს. მიუხედავად აზრის სიდიადისა, მიმაჩნია, რომ სწორედ მხოლოდ ვიზუალური ეფექტურობისკენ სწრაფვამ დააკარგვინა წარმოდგენას სიღრმე და კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომიც ზედაპირულად გააცოცხლა. იუნგის ნაშრომის აზრი, რომ არაფერი ხდება შემთხვევით და თითოეული ჩვენგანის სვლა ურთიერთშეთანხმებულია, წარმოდგენაში პირადად ჩემთვის არ ყოფილა მკაფიო. გარდა ამისა პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა მოცეკვავეთა ასინქრონული მოძრაობა წარმოდგენის ჩანაფიქრი იყო თუ მოცეკვავეების საგასტროლო მღელვარება.  ინტერნეტ სივრცეში არსებული ინფორმაციის დაახმარებით გავიგე, რომ  ეს წარმოდგენის ნაწილი ყოფილა. ვფიქრობ, როდესაც მაყურებელს მსგავსი კითხვა უჩნდება, ეს

დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი

Image
,,ჰეკაბე” მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი მიშა ჩარკვიანის მიერ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის დადგმა ძალიან საინტერესო და სარისკო გამოდგა. როგორც რეჟისორისთვის, აგრეთვე მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ეს ერთგვარი ექსპმერინეტი იყო. ამ ყველაფერს მეტად ართულებდა ის, რომ საქმე ანტიკურ ტრაგედიას, კერძოდ ევრიპიდეს ,,ჰეკაბეს“ ეხებოდა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. სპექტაკლი ,,თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“, ,,Georgian showcase-ს“ ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშეს. ცხადია, რომ თეატრალური სივრცის ცვლილება უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს სპექტაკლის შესრულების ხარისხზე. საკმაოდ ხშირად ანტიკური ტექსტები თანამედროვე თეატრში ადაპტირებული სახით თამაშდება. ამ შემთხვევაში რეჟისორმა (მისივე თქმით) მხოლოდ ჰეკაბეს მონოლოგი ამოიღო, ხოლო დარჩენილი ტექსტი უცვლელი დატოვა. დარბაზში შესვლისას სპექტაკლი უკვე დაწყებულია და პოლიდოროსის აჩრდილი (გაგი შენგელია) მომხდარ ტრაგედიაზე თხრობისას მუსიკის ფონზე (კომპოზიტორი - ერეკლე გეწაძე) ასან

ინტელექტუალური ავანგარდი

Image
,,ნაბიჯის სტატისტიკა” თათა თავდიშვილის და ტატო გელიაშვილის ქორეოდრამა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ,,Georgian showcase-ს“ ფარგლებში თათა თავდიშვილის ,,ნაბიჯის სტატისტიკა“ იქნა ნაჩვენები. რეჟისორმა თავისი სადიპლომო ნამუშევარი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში დადგა. ქართველი მაყურებელი ისედაც არ არის განებივრებული ქორეოდრამით, მითუმეტეს რეგიონული თეატრის მაყურებელი. ჩემი აზრით წარმოდგენა მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც უდაოდ გაამართლა. რეჟისორის მიერ გურამ ჯახუტაშვილის ,,ნაბიჯის სტატისტიკის“ სცენაზე გადმოტანა ხელს უწყობს თანამედროვე პოეზიის პოპულარიზაციას და მეტყველებს იმაზე, რომ რეჟისორი არ ეჭიდება რაიმე ტრენდულ, საქვეყნოდ აღიარებულს, არამედ  გულწრფელია თავისი შემოქმედებაში. ვფიქრობ ,სწორედ ამან განაპირობა წარმოდგენის ინდივიდუალიზმი და თვითმყოფადობა. ჩემი აზრით, ,,ნაბიჯის სტატისტიკის“ თბილისში ჩვენება არ იყო იმდენად შთამბეჭდავი, რამდენადაც ჭიათურის დრამატულ თეატრში. ტატო გელიაშვილის და თათა თავდიშვილის ერთ