ფარუგა და ათი მცნება








კშიშტოფ კიშლოვსკის ათ ეპიზოდიანი მინი-სერიალის - ,,დეკალოგის” სცენაზე გადმოტანა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებულივფიქრობ ამ სახის სპექტაკლის დადგმა ძალიან დიდ სითამამეს ითხოვს რეჟისორისგანაღსანიშნავიარომ ახალგაზრდა რეჟისორმა - ვიოტეკ ფარუგამსწორედ ,,სამეფო უბნის თეატრში” დადგა სპექტაკლითეატრშირომლის რეპერტუარიც გამოირჩევა ორიგინალური ხედვითა და სიახლის ძიებებით  აღსანიშნავიარამხელა სირთულეს წარმოადგენს არამცთუ ფილმისარამედ სერიალის სცენაზე გადმოტანავფიქრობ რეჟისორის გადაწყვეტილებამ გარკვეულ სცენებში ტექსტს მხოლოდ და მხოლოდ თხრობითი და არა ემოციური თუ აზრობრივი ფუნქცია ჰქონოდადრამატურგისთვის ისედაც ურთულესი საქმე არ დატვირთაგარდა ამისა სპექტაკლის სცენოგრაფი თავად ვიოტეკ ფარუგა იყორომელმაც სივრცე - სამეფო უბნის თეატრის დარბაზი არა რაიმე განსაკუთრებული დიზაინითარამედ დინამიკურიეფექტური პლასტიკური ნახაზით აითვისა. პირადად ჩემთვის ეს მოვლენა ძალზედ შთამბეჭდავი იყო. დარბაზში შესვლისას ,,დეკალოგის” მერვე ეპიზოდია დაწყებული და სადაცაა ,,პანი” (რაც პოლონურად ქალბატონს ნიშნავსპროფესორი (ნანი ჩიქვინიძელექციას დაიწყებსსწორედ ამ სალექციო გარემოში უწევს მაყურებელს გავლავინაიდან სპექტაკლი დარბაზში თამაშდებასალექციო ატმოსფეროში კუთხეში მჯდომარე წყვილს შორის მდგარი ტელეფონი მარტივად ახვედრებს მაყურებელსრომელსაც სერიალი ნანახი აქვსრომ ესენი მაგდა (კატოკალატოზიშვილიდა ტომეკი (სანდრო სამხარაძეარიანერთ-ერთი სტუდენტი (მაგდა ლებანიძეფეხმძიმე ქალის ამბის თხრობას იწყებსრომლის სასიყვარულო სამკუთხედის ფინალს არ გააჩნია მნიშვნელობამთავარი ისაარომ მას ბავშვი გაუჩნდასერიალის მიხედვით ეს დოროტას ამბავიარომელიც სპექტაკლში არ იჩენს თავსთუმცა მას ისე ებმევა მორიგი ამბავითითქოს მისი გაგრძელება იყოსსცენაზე ათეისტი კშიშტოფი (პაატა ინაურიჩნდებარომელიც თავის შვილ პაველს ეთამაშებაკომპიუტერით გაზომილმა ყინულის სიმკვრივემ ვერ გაამართლაბედისწერამ თავისი ქნა და პაველი ციგურებზე სრიალის დროს დაიღუპაძირს დაცემული ქშიშტოფი ღრიალებსამბობს რომ კომპიუტერით ყველაფერი გამოთვალათუმცა როდის იყო ბედისწერა ტექნოლოგიებს დამორჩილებოდაამას ებმევა მაგდასა და ტომეკის ურთიერთობარომელშიც უდიდეს როლს ტელეფონი თამაშობსმაგდასრომელიც ყოველ თვეყოველ კვირა თუ არა საყვარელს იცვლისწარმოუდგენლად მიაჩნია თუ როგორ შეიძლება ვინმეს იგი თავისი შინაგანი სამყაროს გამო და შემოქმედებითი პროცესის ყურებისას  უყვარდესსწორედ ამ ხორციელ ვნებებს მიცემული მაგდათავისი დაუდევრობის გამო კარგავს ამ ფაქიზგულწრფელ სიყვარულსშემდეგი უკვე ანკასა (მაგდა ლებანიძედა მიხაელის (ზაალ ჩიქობავაურთიერთობააამ ურთიერთობის მთავარი კითხვა კი ის არისშეიძლება თუ არა ორ ადამიანს შორის ყოველგვარი გენეტიკური კოდის გარეშე არსებობდეს მამა-შვილური ურთიერთობაროდესაც ამ ორ უკანასკნელს შორის ისმევა კითხვავინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვისთითქოს ინტიმი იღვიძებსრომელსაც ვფიქრობ პერსონაჟები ძალდატანებით აღვიძებენყველაზე ემოციური კი ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის ის სცენა იყო,  როდესაც მიხაელი და ანკა ერთმანეთს ყოველგვარი ხორციელი ლტოლვის გარეშე ეხვევიან და თითქოს მათ შორის სინდიდის ქენჯნა იღვიძებს და მორიგი კითხვა ისმევაეს საძაგლობა რამ გვაფიქრებინააგრეთვე ხაზგასმულია არტურისა (გიორგი შარვაშიძედა ჟერჟის (სოსო ხვედელიძეპრობლემამარკების კოლექციონერი მამის მემკვიდრეობაზეისევე როგორც ელჟბეტასა (ნატა მურვანიძედა ზოფიასანუ ,,პანი” პროფესორის ურთიერთობამათ შორის არსებული ღალატირომელიც ამდენი ხნის მანძილზე აწუხებდაგულს უღრღნიდა ზოფიასსაბოლოოდ კი გადააწყვეტინარომ პატარა ელჟბეტა თუ არასხვა ბავშვები იქნებმორალურად მაინც გადაერჩინა მსახიობების დავალება სხვადასხვა პერსონაჟების რამდენიმე საათში გათამაშება იყოთუ პაატა ინაური ქშიშტოფის როლში გამოჩნდა სცენაზეშემდეგ უკვე ახალგაზრდა იურისტი გაითამაშა. გიორგი შარვაშიძე ჯერ მაგდას საყვარელიაშემდეგ არტური და .რაღა თქმა უნდა თითოეული მსახიობის შესრულება ბრწყინვალე იყო (მსახიობთა ამ შემდაგენლობით სხვანაირად წარმოუდგენელი იყო), თუმცა ვფიქრობ გამოსარჩევია მესამე კურსის სტუდენტის - სანდრო სამხარაძის შესრულება (თემურ ჩხეიძის ჯგუფი). რეჟისორმა ახალგაზრდა მსახიობს ჯერ შეყვარებული ტომეკიშემდეგ კი იაცეკი ათამაშა. იაცეკის ამბის თხრობისას პროექტორი ფარდაზე შემდეგ მცნებას: ,,არა კაც კლას” აშუქებსმაშინ როცა სხვა დანარჩენი მცნება მხოლოდ რიცხვებად იყო გაშუქებულიჩემი აზრით ეს შემთხვევითი არ ყოფილავფიქრობ რეჟისორმა ფაქტობრივად ყველა სხვა მცნება მოიაზრა ამ უკანასკნელში, სპექტაკლის ყველაზე დინამიკური და შთამბეჭდავი სცენაც სწორედ იაცეკის ამბის თხრობააბიბლიის მიხედვითაც სამოთხიდან განდევნის შემდეგ პირველი ცოდვახომ სწორედ აბელის მკვლელობა იყოასე რომ ვფიქრობ რეჟისორისთვის ყველა სხვა დანარჩენი მცნება სწორედ მეექვსე მცნებამდე დაიყვანება. აღსანიშნავიარომ რეჟისორი ყველანაირად ცდილობს მაყურებელსა და სპექტაკლს შორის არ გაწყდეს უშუალობაეს ალბათ ყველაზე მეტად ჯდება კშიშტოფ კიშლოვსკის სტილშიიყოს უშუალო და ამასთანავე იყოს ღრმაპირადად მე ვფიქრობრომ ვიოტეკ ფარუგას მთავარი მიზანი იყო მაყურებელს იმ ეზოს ბინადრად ეგრძნო თავირომელშიც მიმდინარეობს სერიალის მოვლენაალბათ სპექტაკლის მოვლენათა რიგი არ იქნებოდა იმ მაყურებლისთვის გასაგებივისაც ,,დეკალოგის” ციკლი არ უნახავსთუმცაღა ვფიქრობრომ რეჟისორისთვის არ ყოფილა მთავარი ყველასთვის ცხადი ყოფილიყო მისი სპექტაკლიშედეგად ვიოტეკ ფარუგამ ქართველ მაყურებელს დიდი პოლონელი რეჟისორის მინი-სერიალის ყურება ,,აიძულა”. ვფიქრობ მხოლოდ ეს მოვლენა შეიძლება იქცეს არაერთი ქართველი რეჟისორისთვის სამაგალითოდ. ვფიქრობ თეატრის გამომსახველობითი ფორმა დრამატულ და ფიზიკურ თეატრს შორის შუალედურ ფორმას ეძებსსწორედ ეს ძიება ქმნის ახალ თეატრალურ ფორმებსრაც აუცილებელია განვითარებისთვისრაღა თქმა უნდა ამ ფორმების დანერგვა მაყურებლის თვალსაწიერს გააფართოებს და სიახლეებისკენ მიმართავსვფიქრობ გასათვალისწინებელია ყველა ის რისკფაქტორირომელიც ახლის შექმნას გამუდმებით ახლავს თანსაგულისხმოარომ ტექსტის უკანა პლანზე გადატანამ ჯორჯ ორუელის მოსაზრება ,,ახალმეტყველებაზე” შეიძლება გაამართლოს


Attachment.png

Comments

Popular posts from this blog

დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი

ინტელექტუალური ავანგარდი