ფარუგა და ათი მცნება
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjNeA5dgpw6iAzPFzkcOyZHm_5ZAS5eFIU05iiPouzUNLa8l_B2VepKsQlNF6Utd-RKJKEixZdppoNq_jGZ4_SHRU4pf1HJsn5qrZyXpgZHGBTGz0l20-m9bDsaYdIE4vVRXCAOdrzKD2nE/s640/8A5ACE6D-B878-4A64-B7F5-17547AF54A9D.jpeg)
კშიშტოფ კიშლოვსკის ათ ეპიზოდიანი მინი - სერიალის - ,, დეკალოგის ” სცენაზე გადმოტანა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული . ვფიქრობ ამ სახის სპექტაკლის დადგმა ძალიან დიდ სითამამეს ითხოვს რეჟისორისგან . აღსანიშნავია , რომ ახალგაზრდა რეჟისორმა - ვიოტეკ ფარუგამ , სწორედ ,, სამეფო უბნის თეატრში ” დადგა სპექტაკლი . თეატრში , რომლის რეპერტუარიც გამოირჩევა ორიგინალური ხედვითა და სიახლის ძიებებით . აღსანიშნავია , რამხელა სირთულეს წარმოადგენს არამცთუ ფილმის , არამედ სერიალის სცენაზე გადმოტანა . ვფიქრობ რეჟისორის გადაწყვეტილებამ გარკვეულ სცენებში ტექსტს მხოლოდ და მხოლოდ თხრობითი და არა ემოციური თუ აზრობრივი ფუნქცია ჰქონოდა , დრამატურგისთვის ისედაც ურთულესი საქმე არ დატვირთა . გარდა ამისა სპექტაკლის სცენოგრაფი თავად ვიოტეკ ფარუგა იყო , რომელმაც სივრცე - სამეფო უბნის თეატრის დარბაზი არა რაიმე განსაკუთრებული დიზაინით , არამე