Posts

Showing posts from December, 2019

დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი

Image
,,ჰეკაბე” მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი მიშა ჩარკვიანის მიერ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის დადგმა ძალიან საინტერესო და სარისკო გამოდგა. როგორც რეჟისორისთვის, აგრეთვე მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ეს ერთგვარი ექსპმერინეტი იყო. ამ ყველაფერს მეტად ართულებდა ის, რომ საქმე ანტიკურ ტრაგედიას, კერძოდ ევრიპიდეს ,,ჰეკაბეს“ ეხებოდა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. სპექტაკლი ,,თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“, ,,Georgian showcase-ს“ ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშეს. ცხადია, რომ თეატრალური სივრცის ცვლილება უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს სპექტაკლის შესრულების ხარისხზე. საკმაოდ ხშირად ანტიკური ტექსტები თანამედროვე თეატრში ადაპტირებული სახით თამაშდება. ამ შემთხვევაში რეჟისორმა (მისივე თქმით) მხოლოდ ჰეკაბეს მონოლოგი ამოიღო, ხოლო დარჩენილი ტექსტი უცვლელი დატოვა. დარბაზში შესვლისას სპექტაკლი უკვე დაწყებულია და პოლიდოროსის აჩრდილი (გაგი შენგელია) მომხდარ ტრაგედიაზე თხრობისას მუსიკის ფონზე (კომპოზიტორი - ერეკლე გეწაძე) ასან

ინტელექტუალური ავანგარდი

Image
,,ნაბიჯის სტატისტიკა” თათა თავდიშვილის და ტატო გელიაშვილის ქორეოდრამა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ,,Georgian showcase-ს“ ფარგლებში თათა თავდიშვილის ,,ნაბიჯის სტატისტიკა“ იქნა ნაჩვენები. რეჟისორმა თავისი სადიპლომო ნამუშევარი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში დადგა. ქართველი მაყურებელი ისედაც არ არის განებივრებული ქორეოდრამით, მითუმეტეს რეგიონული თეატრის მაყურებელი. ჩემი აზრით წარმოდგენა მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც უდაოდ გაამართლა. რეჟისორის მიერ გურამ ჯახუტაშვილის ,,ნაბიჯის სტატისტიკის“ სცენაზე გადმოტანა ხელს უწყობს თანამედროვე პოეზიის პოპულარიზაციას და მეტყველებს იმაზე, რომ რეჟისორი არ ეჭიდება რაიმე ტრენდულ, საქვეყნოდ აღიარებულს, არამედ  გულწრფელია თავისი შემოქმედებაში. ვფიქრობ ,სწორედ ამან განაპირობა წარმოდგენის ინდივიდუალიზმი და თვითმყოფადობა. ჩემი აზრით, ,,ნაბიჯის სტატისტიკის“ თბილისში ჩვენება არ იყო იმდენად შთამბეჭდავი, რამდენადაც ჭიათურის დრამატულ თეატრში. ტატო გელიაშვილის და თათა თავდიშვილის ერთ

იმედი პროლებშია

Image
,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით” დათა თავაძის სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრის დაარსების მთავარი მიზანი, შექმნილიყო ახალი, ექსპერიმენტული ხასიათის თეატრი, უდავოა რომ მიღწეულია და მეტიც მან თამამი, პროვოკაციული ხასიათიც შეიძინა. რეჟისორი დათა თავაძე თეატრის ამ ტრადიციას აგრძელებს, ამჯერად მან ყველაზე ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგების: მარტინ კრიმპისა და ქერილ ჩერჩილის გახმაურებული პიესები თავისი სპექტაკლით ,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით" სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გააცოცხლა. რეჟისორმა მარტინ კრიმპის სამი: ,,ცრუ განგაში", ,,სახით კედლისკენ" და ,,მთელი უსაზღვრო ლურჯი ცა", ხოლო ქერილ ჩერჩილის ერთი პიესა: ,,ცხრა მთას იქით" გამოიყენა. ,,-უი! -რა? -არაფერი. -უი! -რა? -ისევ დაჯდა. -უი! -რა? -არაფერი. -უი! -რა? -ისევ დაჯდა...“ მსგავსი დიალოგებითა და სწრაფი ადგილმონაცვლეობით სცენაზე სამი მსახიობი: თორნიკე გოგრიჭიანი, ნატა მურვანიძე და კატო კალატოზიშვილი მაყურებლისთვის, სწორედაც რომ ,,ცრუ განგაშს“ ქმნიან. განგაშს, რომელიც სცენისა და დარბაზის ზღვართან