იმედი პროლებშია
,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით”
დათა თავაძის სპექტაკლი
სამეფო უბნის თეატრის დაარსების მთავარი მიზანი, შექმნილიყო ახალი, ექსპერიმენტული ხასიათის თეატრი, უდავოა რომ მიღწეულია და მეტიც მან თამამი, პროვოკაციული ხასიათიც შეიძინა. რეჟისორი დათა თავაძე თეატრის ამ ტრადიციას აგრძელებს, ამჯერად მან ყველაზე ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგების: მარტინ კრიმპისა და ქერილ ჩერჩილის გახმაურებული პიესები თავისი სპექტაკლით ,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით" სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გააცოცხლა. რეჟისორმა მარტინ კრიმპის სამი: ,,ცრუ განგაში", ,,სახით კედლისკენ" და ,,მთელი უსაზღვრო ლურჯი ცა", ხოლო ქერილ ჩერჩილის ერთი პიესა: ,,ცხრა მთას იქით" გამოიყენა.
,,-უი! -რა? -არაფერი. -უი! -რა? -ისევ დაჯდა. -უი! -რა? -არაფერი. -უი! -რა? -ისევ დაჯდა...“ მსგავსი დიალოგებითა და სწრაფი ადგილმონაცვლეობით სცენაზე სამი მსახიობი: თორნიკე გოგრიჭიანი, ნატა მურვანიძე და კატო კალატოზიშვილი მაყურებლისთვის, სწორედაც რომ ,,ცრუ განგაშს“ ქმნიან. განგაშს, რომელიც სცენისა და დარბაზის ზღვართან მთავრდება. რეჟისორმა დავით გაბუნიასთან ერთად დრამატურგის მარტინ კრიმპის ორი პიესა: ,,მთელი უსაზღვრო ლურჯი ცა“ და ,,სახით კედლისკენ“ სპექტაკლის პირველ მოქმედებაში მოაქცია. ვფიქრობ ამ გადაწყვეტილების შედეგია სპექტაკლის ტემპორიტმის ერთგვარი სტატიკურობა. რეჟისორმა პიესებში მიმდინარე მოვლენები სამ მსახიობს მიანდო,, რაც მსახიობისთვის უდაოდ რთული დავალებაა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა დათა თავაძე ბრწყინვალედ ფლობს მსახიობთან მუშაობის სხვადასხვა ხერხებსა და მიდგომებს, იგი არასოდეს იზღუდავს თავს რომელიმე კონკრეტული სისტემისა თუ მეთოდის ჩარჩოთი. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ,,georgian showcase-მა" აჩვენა, რომ ეს არაერთი ახალგაზრდა რეჟისორისთვის აქილევსის ქუსლია.
ამ სამ არაჩეულებრივ მსახიობს შორის დანამდვილებით მყარიკავშირია, თუმცა მაყურებელსა და მსახიობებს შორის დიალოგი არდგება, მიუხედავად ხშირი პირდაპირი მიმართვისა, მასობრივ სცენაშიდარბაზში კონკრეტული მაყურებლის კონკრეტული მსახიობებისგანმიშტერებისა, თუ ეს ოდენ ,,ტრენდული" ლანძღვა-გინებისა. ,,ცრუგანგაში“ ,,In yer face theatre”-ის პრინციპზეა აგებული, რომელიცრეჟისორმა გარკვეულწილად დაარღვია და თავისი ინტერპრეტაციაშესთავაზა მაყურებელს. თუმცა ,,დანიური სასცენო ხელოვნებისსკოლის" ალუზიები (თუ ციტატები) რთული შესამჩნევი არ არის.

ყვითელი პრესის ფენომენი რეჟისორისთვის მთავარი ინტერესის საგანიგამოდგა, შესაბამისად სპექტაკლის რეკვიზიტი ჟურნალისტისთვისაუცილებელი ნივთები: საბეჭდი მანქანა, ფოტოაპარატი დავიდეოკამერაა. რეჟისორი იმდენად კარგად იყენებს ამ ყველაფერს, რომიქმნება შთაბეჭდილება თითქოს ვიღაცეები სადღაც ისე წერენ ჩვენდღევანდელობას როგორც მათ აწყობთ. აღსანიშნავია პირველიმოქმედების ფინალში ჩნდება გაზეთი და მსახიობებს შორისგათამაშებული დიალოგი ერთგვარ სცენიურ აბსურდს ქმნის, რომელსაც რეჟისორის გადაწყვეტილებით არც მკაფიოინტელექტუალური შინაარსი აქვს და არც ემოციური სიღრმე.
მეორე მოქმედებაში თამაშდება ქერილ ჩერჩილის დისტროპიულიპიესა ,,ცხრა მთას იქით“, რომელმაც ჯორჯ ორუელის ,,1984“-თან გააჩინაასოციაცია. არ ვყოფილვარ პირველი, ვინც ურთიერთკავშირი იპოვა ამორ ნაწარმოებს შორის. მაიკლ ბილინგტონი ,,The Guardian”-ში წერს, რომქერილ ჩერჩილის სწორედ ამ პიესით შეგვიძლია ,,1984“ დავივიწყოთ, თუმც ჩემი სუბიექტური აზრით, რეჟისორი სპექტაკლში რომანიდანგარკვეულ პასაჟებს იყენებს (რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ). არ ვიცირამდენად მართალი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ კოსტიუმების მუქილურჯი ფერი შემთხვევითი არაა, ეს ერთგვარი გადაძახილია ჯორჯორუელთან, ვინაიდან პიესასა და რომანში გამოყენებული მეტაფორებიმსგავსია. ჯოანი (კატო კალატოზიშვილი) და ტოდი (თორნიკეგოგრიჭიანი) ისევე ქმნიან ქუდებს, რომელიც გონებაჩაკეტილისაზოგადოების გონებაჩაკეტილობას გაუსვამს ხაზს, როგორც ჯულიადა უინსტონი მუშაობენ ,,დიდი ძმისთვის“. რეალურად ჯოანი დატოდი ზუსტად იგივენაირი ,,აზრკრიმინალები“ არიან, როგორცჯულია და უინსტონი. სპექტაკლის მიწურულს ჰარპერსა (ნატამურვანიძე) და ტოდს შორის გამართული დიალოგი სატირულია: ირმები 3 კვირაა რაც ამათ მხარეს გადმოვიდნენ, კატები ცუდები არიან, რომელიღაცა ცხოველი რომელიღაცა ქვეყანას შეუერთდა, რომელიღაცა ქვეყნის მოქალაქეები არ ვარგიან და ა.შ. აპოკალიპსისწინა ქაოსი რეჟისორის გადაწყვეტილებით ყოველგვარ დინამიზმს არისმოკლებული. ამის გამო სცენაზე არსებული არეულობა მაყურებელშიარანაირ განცდას არ აჩენს (რთული სათქმელია ამ ხერხს შეგნებულადმიმართავს რეჟისორი, თუ არა). ჯოანი სცენაზე შემოსვლისას ყვება ცხრამთის იქით მიღწევის ამბავს, თუ როგორ გაუჭირდა გადარჩენა, რომლამის მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცოდა, თუ ვინ ვის მხარესიყო. კატო კალატოზიშვილი ბრწყინვალედ ასრულებს ამ სცენას, მასბოლომდე აქვს გააზრებული აპოკალიპსურ სამყაროში მცხოვრებიგმირის მდგომარეობა. ეს სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი დაემოციური ეპიზოდია. ბოლოს ისევ საბეჭდი მანქანის ხმა ისმის, თითქოსსადღაც ამ ისტორიას ვიღაც უკვე თავისებურად წერს და სცენაცბნელდება... მწერალი დავით გაბუნია, რეჟისორი დათა თავაძე, მუსიკოსი ნიკა ფასური და მხატვარი ქეთი ნადიბაიძე ძალიანსაინტერესო შემოქმედებით გუნდს კრავენ. ვფიქრობ, ოთხივე ერთიანშემოქმედებით ტალღაზეა და ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის. სცენის ყოველი მონაკვეთი ათვისებულია, დახვეწილი სცენოგრაფია დაგემოვნებიანი მუსიკა სპექტაკლის ერთიან ფორმას ქმნიან, აქ ყოველიდეტალი კარგად არის მოფიქრებული, შემთხვევითი არაფერია. ვფიქრობ, სპექტაკლი ექსპერიმენტული ნამუშევარია, მაგრამ მისიმეტაფორები და პარალელები ზედმეტად ,,დაშიფრულია" დამაყურებლისთვის არ ტოვებს მკაფიო მსჯელობის საგანს.
საგულისხმოა, რომ სპექტაკლის დადგმის პერიოდს დაემთხვა თბილისში მომხდარი ,,გავრილოვის ღამე“, რამაც სპექტაკლის ხასიათზე აშკარა გავლენა იქონია. ვინ არის სამეფო უბნის თეატრის მაყურებელი? ახალგაზრდა თაობა, ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენების მიმდინარეობისას ვიდექით პარლამენტთან, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან თუ უნივერსიტეტებთან, რათა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გაგვეწია წინააღმდეგობა ქართული მიწისა და მენტალობის ოკუპაციისთვის. ბევრი რამის წინაშე უძლურნიც აღმოვჩნდით, სპექტაკლში მოთხრობილ მოვლენათა ქაოტურობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიცაა და ჩვენ ვერ ვხედავთ მასში რაიმე ახალს, საიმედოს, იგი მხოლოდ და მხოლოდ ასახვაა ჩვენი რეალობის. ვეცდები ისევ ჯორჯ ორუელს დავესესხო - წარმოვიდგინოთ რომ თბილისელთა უმეტესი ნაწილი ,,აზრკრიმინალებადაა“ გადაქცეული (ადამიანებად, რომლებიც თავიანთი ყოველდღიურობის აბსურდულობა იციან, თუმცა ამის წინააღმდეგ წასვლისთანავე მათ ფიზიკურ ზიანს აყენებენ, რომელიც საბოლოოდ ადამიანებს მორალურ სახესაც აკარგვინებს). აზრკრიმინალი რეჟისორი თავის ნაშრომს წარუდგენს აზრკრიმინალ მაყურებელს, აზრკრიმინალი თეატრმცოდნეები აზრკრიმინალურ რეცენზიებს დაწერენ და არაფერი შეიცვლება, საზოგადოება ერთ წრეზე გააგრძელებს ბრუნვას. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა გავიგო იმ ადამიანების აზრი, ვინც ამ ქაოტურ რუტინაში არ ცხოვრობს, ვისთვისაც ჯერ კიდევ მთავარია ადამიანური ფასეულობები და შეძლებენ გარედან შეხედონ სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს. მართლაც, რას იტყვიან ჩვენი ქვეყნის პატარა ქალაქებსა და დაბებში მცხოვრები ადამიანები, რომლებშიც იმაზე მეტია სულიერი და მორალური ძალა, ვიდრე ეს მათ ჰგონიათ. ისევ ორუელს დავუბრუნდები და ვიტყვი რომ: ,,იმედი პროლებშია“.
Comments
Post a Comment