დაისაჯოს სისტემა და არა ადამიანი
,,ჰეკაბე” მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი მიშა ჩარკვიანის მიერ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის დადგმა ძალიან საინტერესო და სარისკო გამოდგა. როგორც რეჟისორისთვის, აგრეთვე მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ეს ერთგვარი ექსპმერინეტი იყო. ამ ყველაფერს მეტად ართულებდა ის, რომ საქმე ანტიკურ ტრაგედიას, კერძოდ ევრიპიდეს ,,ჰეკაბეს“ ეხებოდა, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. სპექტაკლი ,,თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“, ,,Georgian showcase-ს“ ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშეს. ცხადია, რომ თეატრალური სივრცის ცვლილება უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს სპექტაკლის შესრულების ხარისხზე. საკმაოდ ხშირად ანტიკური ტექსტები თანამედროვე თეატრში ადაპტირებული სახით თამაშდება. ამ შემთხვევაში რეჟისორმა (მისივე თქმით) მხოლოდ ჰეკაბეს მონოლოგი ამოიღო, ხოლო დარჩენილი ტექსტი უცვლელი დატოვა. დარბაზში შესვლისას სპექტაკლი უკვე დაწყებულია და პოლიდოროსის აჩრდილი (გაგი შენგელია) მომხდარ ტრაგედიაზე თხრობისას მუსიკის ფონზე (კომპოზიტორი - ერეკლე გეწაძე) ასან...