იმედი პროლებშია
,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით” დათა თავაძის სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრის დაარსების მთავარი მიზანი, შექმნილიყო ახალი, ექსპერიმენტული ხასიათის თეატრი, უდავოა რომ მიღწეულია და მეტიც მან თამამი, პროვოკაციული ხასიათიც შეიძინა. რეჟისორი დათა თავაძე თეატრის ამ ტრადიციას აგრძელებს, ამჯერად მან ყველაზე ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგების: მარტინ კრიმპისა და ქერილ ჩერჩილის გახმაურებული პიესები თავისი სპექტაკლით ,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით" სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გააცოცხლა. რეჟისორმა მარტინ კრიმპის სამი: ,,ცრუ განგაში", ,,სახით კედლისკენ" და ,,მთელი უსაზღვრო ლურჯი ცა", ხოლო ქერილ ჩერჩილის ერთი პიესა: ,,ცხრა მთას იქით" გამოიყენა. ,,-უი! -რა? -არაფერი. -უი! -რა? -ისევ დაჯდა. -უი! -რა? -არაფერი. -უი! -რა? -ისევ დაჯდა...“ მსგავსი დიალოგებითა და სწრაფი ადგილმონაცვლეობით სცენაზე სამი მსახიობი: თორნიკე გოგრიჭიანი, ნატა მურვანიძე და კატო კალატოზიშვილი მაყურებლისთვის, სწორედაც რომ ,,ცრუ განგაშს“ ქმნიან. განგაშს, რომელიც სცენისა და დარბაზის ზღვართან...