ჩემთვის რთულია ქალის შინაგანი სამყაროს წარმოდგენა

,,ტროელი ქალები”
დათა თავაძის სპექტაკლი



დღესდღეობით ქართველი მაყურებლისთვის არ არის გასაკვირი სცენისა და დარბაზის გაერთიანება, არც მინიმალიზმი და არც თეატრალური ტრადიციების: ფარდისა და ლიტერატურული მეტყველების უგულვებელყოფა, ისევე როგორც მსახიობის ოსტატობაზე ორიენტირებული სპექტაკლი. თუმცა დათა თავაძის მიერ გამომსახველობით თეატრში ორიენტირის აღება მსახიობის ოსტატობაზე, კონკრეტული პერსონაჟების გარეშე, თამამი და დამაინტრიგებელი ნაბიჯია. სიმართლე რომ ვთქვა არც ველოდი, რომ ამ ფორმატის სპექტაკლში მსახიობებისა და რეჟისორის ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას დავინახავდი. მაგდა ლებანიძეს, ქეთა შათირიშვილს, კატო კალატოზიშვილსა და ნატუკა კახიძეს ერთმანეთს ვერაფრით ვამჯობინებ, რადგან თითოეული მათგანი სპექტაკლში თვითმყოფადი და ორგანულია. ნატუკა კახიძე თავისი სცენიური მაგნეტიზმით ,,გაყურებინებს“ მის თამაშს, კატო კალატოზიშვილს თითოეული სიტყვა თუ მოძრაობა გათავისებული აქვს, რითაც იგი ყოველგვარ კედელს არღვევს მაყურებელთან, მაგდა ლებანიძე კი ვფიქრობ იმდენად კარგად ფლობს და ითავისებს თავის არასტანდარტულ, განსხვავებულ ხმის ტემბრს, რომ სულაც თვალები დახუჭოს მაყურებელმა, მის ემოციას აუცილებლად ეზიარება. რაც შეეხება ქეთა შათირიშვილს, მისი დატირების თამაში ვფიქრობ ბევრი მომავალი მსახიობისთვის იქნება საინტერესო, ესეთი მოკლე ეპიზოდის, ამხელა ტკივილით ავსება, მხოლოდ ემოციებით დამძიმებული შინაგანი სამყაროს მქონე პიროვნებას შეუძლია. არ დავმალავ, ცრემლებამდე მივედი. რაც შეეხება სალომე მაისაშვილს, მას საკმაოდ რთული დავალება ჰქონდა, რასაც ვფიქრობ ბევრად კარგად გაართმევდა თავს თუ მეტად ჩაუღრმავდებოდა ამბავში მოთხრობილ თითოეულ გრძნობასა თუ ემოციას, იგი უდაოდ საინტერესო მსახიობია.
როდესაც ბერძნული დრამატურგიის კითხვა დავიწყერახანსაუკუნეების წინანდელ ნაწარმოებებთან მქონდა შეხებავცდილობდივითარება იმ ეპოქის ბერძენისთვალთახედვით აღმექვათუმცაევრიპიდესთანსოფოკლესთან და ესქილესთან დანამდვილებითმარადიულ თემებს ვაწყდებითგანსაკუთრებით კი ქართულირეალობისთვის უკვდავ საკითხებსსწორედ ჩვენთვის ასე ოდენშესისხლხორცებული ომის საკითხი არის ,,ტროელ ქალებში". ვფიქრობდათო გაბუნიას და დათა თავაძს მიერ სწორედაც რომ ევრიპიდესპიესაში აღქმული დღევანდელი რეალობა არამხოლოდ არდაგვაკარგვინებს გენიალურ ნაწარმოებებსარამედ ნოვატორულიხასიათით დატვირთავს ქართულ თეატრს.
ჩემი აზრით 21- საუკუნე თავისუფლების ნიღბით შეფარულიდოგმატური კლიშეების ხანააერთ-ერთ დოგმატურ კლიშედთანამედროვე რეალობამ აქცია ფემინიზმირომლითაც ადამიანებმამანიპულირება და თავმომწონეობა დაიწყესმაგრამ რა არის ფემინიზმიდა რა არის ზოგადად ქალის ისტორიული და თანამედროვე ფენომენიგენიალურ კინორეჟისორთა შორის გენიალური ანდრეი ტარკოვსკიამბობს შემდეგს: ,,ჩემთვის რთულია ქალის შინაგანი სამყაროსწარმოდგენამაგრამ მიმაჩნიარომ იგი დაკავშირებული უნდა იყოსკაცის შინაგან სამყაროსთანმარტოხელა ქალი-ეს არ არის ნორმალური.“ რატომრატომ ამბობენრომ ყოველი გენიალური კაცის უკანგენიალური ქალი დგას და რატომ არის ეს ყველაფერი რეალობავფიქრობრომ ქალი არ არის ეგოცენტრული საკუთარი შინაგანისამყაროს მიმართისევ ჩემმა საყვარელმა რეჟისორმა ანდრეიტარკოვსკიმ ერთხელ თქვარომ ქალს შინაგანი სამყარო საერთოდ არცუნდა გააჩნდესეს კი არის ისრაშიც მე ანდრეი ტარკოვსკისაც კი ვერდავეთანხმებიროგორ შეიძლება ადამიანსცოცხალ არსებასრომელიცინსტინქტურ დონეზე არის მზად ახალი სიცოცხლისთვის გასწიროსთავისი სიცოცხლეჯერ არც კი დაბადებული ადამიანისსიცოცხლისთვისრომელიც სრულიად არ იცის როგორი იქნებამისცესკაცსმეომარსუნარი იბრძოლოსსაკუთარი თავის რწმენა აჩუქოსსამშობლოსთვის თავგანწირულისთვის შინ მისი ცოცხლადდაბრუნების მთავარ მიზნად იქცესროგორ შეიძლება ამხელაემოციური ძალის პატრონს არ გააჩნდეს საკუთარი შინაგანი სამყაროჩემდა გასაკვირად დათა თავაძემ ქალისგანსაკუთრებით ქართველიქალის შინაგანი ბუნება ზუსტად გადმოსცა თავისი ,,ტროელიქალებით“. 
სცენაზე ყვავილებია, ისმის ჩიტების ჭიკჭიკი. ატმოსფერო ფემინური, ქალურია. მაგრამ იწყებს თუ არა მსახიობთაგან ერთი მაინც საუბარს, ჩნდება განცდა თითქოს რეჟისორი მათთან ერთად ამ სილამაზის უკან მდგარ ტრაგედიას გვიჩვენებს. ევრიპიდეს ,,ტროელ ქალებთან“ ქართველი ქალების პარალელია გავლებული. ვინ არიან ისინი? ომში დაღუპული კაცების დედები, დები ან ცოლები. და რა არის მათთვის ომი? ვფიქრობ ამ ქალებისთვის ომში ძვირფასი ადამიანების დაკარგვა, არამხოლოდ სიკვდილი, არამედ ამასთან ერთად წაგების, დიდი მარცხის პირისპირ აღმოჩენაა. საქმე სწორედ ზემოთხსენებულ არაეგოცენტრულ დამოკიდებულებაშია საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ, ისინი რეალურად ისეთივე მებრძოლნი იყვნენ, როგორც თითოეული მეომარი. ეს არა მხოლოდ ძვირფასი ადამიანის დაკარგვაა, არამედ წაგებაა, ომის წაგება, მასშტაბური, სისხლისმღვრელი ომის წაგება. როდესაც მსახიობები ერთმანეთს აწვენენ სცენაზე და გვამებს იმიტირებენ, ამ ქალების შინაგან მდგომარეობას ვუახლოვდებით, ვგრძნობთ, რომ ომში ესენიც მეტაფორულად დაიღუპნენ. ხუთივე ქალი ერთნაირი მასშტაბების ტკივილს ატარებს, ხუთივეს ტკივა, ხუთივე განიცდის, თუმცა ხუთივე ქალია და ხუთივე გრძნობს, თითქოს იყო ქალი, სრულიად სხვა პასუხისმგებლობაა სამყაროს წინაშე. როდესაც სცენაზე დაღვრილი ემოციები მაყურებელის განცდებს აღაგზნებს, მსახიობები ჩიტების ჭიკჭიკს ითხოვენ, თითქოს აღარ შეიძლება დატირება, აღარ შეიძლება გლოვა, აღარ შეიძლება ძაძების ჩაცმა რადგან, ისინი ქალები არიან და მათ სამყაროსთან მიმართებაში მეტი სიმტკიცე მოეთხოვებათ. ჩემი აზრით ეს სპექტაკლი გამორჩეულია დათა თავაძის იმ სპექტაკლებს შორის, რომელიც ნანახი მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ ფორმატის სპექტაკლებზე დაუღალავი შრომითა და ოფლის ღვრით დათა თავაძე უდაოდ დანერგავს ქართულ თეატრში რეჟისურის თანამედროვე ტექნიკას და სავსებით შესაძლებელია, რომ ნოვატორადაც იქცეს.

Comments

Popular posts from this blog

ფარუგა და ათი მცნება

აზროვნების ფართო მასშტაბი, თუ შეუმდგარი ქორეოგრაფიული წარმოდგენა?

ინტელექტუალური ავანგარდი